სიახლები

პროექტები და პრეზენტაციები

14-05-2023:   მინერალური წყლების („საირმე“, „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ და „ლიკანი“) მჟავატუტიანობის კვლევა

ადამიანის იმუნური სისტემა დაავადებებთან ბრძოლის მთავარი იარაღია. სწორედ ამიტომ, საჭიროა მისი გაფრთხილება და გაძლიერება. ეს გასათვალისწინებელია განსაკუთრებით ახლა, როცა კორონავირუსის ეპიდემიამ სამყარო მოიცვა. აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია იმუნოლოგების რეკომენდაცია მინერალური წყლების მიღების საჭიროებასა და აუცილებლობაზე. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მინერალური წყლების მინერალიზაციის განსაზღვრა და თითოეული მათგანის pH ბალანსის დადგენა, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საუკეთესო თვისებების მქონე მინერალური წყლის იდენტიფიცირება და თითოეული მინერალური წყლის იმ თვისებების შესწავლა, რომლებიც ხელს უწყობენ ამა თუ იმ პრობლემის აღმოფხვრას. შესწავლილია მინერალური წყლები „საირმე“, „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“ და „ლიკანი“. მიღებული შედეგების მიხედვით დადგინდა, ზემოთ ჩამოთვლილ მინერალურ წყლებს აქვს განსხვავებული მჟავა - ტუტიანობის მაჩვენებელი. მინერალური წყლების მინერალიზაციას ორგანიზმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეფექტურობა გამოიხატება მინერალების დეფიციტის აღმოფხვრაში. მინერალური წყლები არამარტო ამარაგებს ორგანიზმს საჭირო მინერალებით, ინარჩუნებს ორგანიზმის მჟავა - ტუტიანობის ბალანსს, აძლიერებს იმუნიტეტს


 

ექსპერიმენტები